ყიზილაჯლოში ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა
23 მაის დაახლოვებით 22:30 საათზე მარნეულში, ყიზილაჯილოს დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 06 მარკის მანქანას, რომელიც კარტოფილით იყო დატვირთული, მერსედესის E კლასის ავტომობილი შეეჯახა.
სასწრაფო დახმარების მანქანის მოსვლამდე თვითმხილველებმა დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით სამი დაშავებულიდან ორი მათგანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
თვითმხილველების თქმით BMW და მერსედესის მარკის ავტომობილები ერთმანეთს გადამეტებული სიჩქარით ეჯიბრებოდნენ.
BMW ადგილიდან მიიმალა. მერსედესის მარკის მანქანის არც მძღოლსა და არცს მანქანაში მჯდომ პირებს სერიოზული დაზიანება არ მიუღიათ.
როგორც რადიო "მარნეულს" შსს-დან განუცხადეს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები