მარნეულის ახალგაზრდული ცენტრი იმიტირებულ ეროვნულ გამოცდებს მეხუთეთ ჩაატარებს
მარნეულის ახალგაზრდული ცენტრი იმიტირებულ ერთიან ეროვნულ გამოცდებს ატარებს.

პროექტი მეხუთე წეილია ხორციელდება და წელს ის 3 ივნისს ჩატარდება.

აბიტურიენტებს სთავაზობენ ტესტების გავლას, სიტუაციაში ადაპტირებასა და საკუთარი ცოდნის გადამოწმებას რეალური ტესტირების წინ.
ტესტირება აზერბაიჯანულ ენაზე ტარდება და ნებისმიერ მსურველს აქვს მისი გავლის შესაძლებლობა.


როგორც მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა რენა ნურმამედოვამ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, წელს ახალგაზრდული ცენტრის დახმარებით 350-მა აბიტურიენტმა გაიარა ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია. მისი თქმით მარნეულიდან მოსალოდნელია, რომ ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა 450-მდე აზერბაიჯანულენოვანმა აბიტურიენტმა მიიღოს.

პროექტს მხარს უჭერს „ტოლერანტობის, მოქალაქეების ერთობისა და ინტეგრაციის მხარდამჭერი პროგრამა (PITA)“ და ასევე აზერბაიჯანის ნავთობკორპორაცია „სოკარი“.
პროექტში ასევე ჩართულია გამოცდების ეროვნული ცენტრი და მარნეულის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი.


რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები