მერიას ადგილობრივ დონეზე ინფორმაციის გავრცელება უჭირს, რის გამოც IPN-ს თვეში 495 ლარს უხდის
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვიურად 495 ლარს საინფორმაციო პორტალ „ინტერპრესნიუსს“ უხდის, რათა საინფორმაციო პორტალმა თვეში 10 მასალა გამოაქვეყნოს.

ხელშეკრულება რომლის მიხედვითაც „ინტერპრესნიუსი“ ვალდებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გამოაქვეყნოს 10 თვის ვადითაა დადებული. რისთვისაც 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 950 ლარია გამოყოფილი.

შპს „ახალ ამბებთან“ (ინტერპრესნიუსი) მარნეულის მუნიციპალიტეტმა გამარტივებული შესყიდვის წესით დადო ხელშეკრულება, რადგან სახელშეკრულებო ღირებულება 5 000 ლარზე ნაკლები იყო. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ღირებულება 50 ლარით მეტი იქნებაოდა, მარნეულის მუნიციპალიტეტს ტენდერის გამოცხადება მოუხდებოდა და შესაძლოა აღნიშნული კონტრაქტი სხვა სააგენტოს მოეპოვებინა. აქედან გამომდინარე შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ მარნეულის მერიას განზრახვული ჰქონდა აღნიშნული ხელშეკრულების მხოლოდ „ინტერპრესნიუსთან“ დადება.

როგორც მარნეულის მერიის პიარისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსმა მარიამ ხაჩიძემ ჩვენთან საუბრისას თქვა, მერიის წარმომადგენლებს მიჩნდათ რომ საჭირო იყო რომელიმე რეიტინგულ საინფორმაციო საშვალებასთან თანამშრომლობა, რადგან ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე ინფორმაციის გავრცელება მათთვის კვლავ პრობლემატური იყო.




აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტს ახალი ამბების გავრცელებისათვის არამარტო „ინტერპრესნიუსთან“ არამედ მარნეულის ტელევიზიასთანაც აქვს გაფორმებული კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტი მარნეული TV-ს წლიურად 71 765 ლარს უხდის, რითაც მერიაში მიმდინარე მოვლენების გაშუქებას ავალდებულებს.

ადგილობრივ დონეზე მარნეულში ასევე რადიო „მარნეულიც“ მუშაობს, რომელიც მერიის საქმიანობით ინტერესდება, მაგრამ ჩვენთვის ყოველთვის ძნელია მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე დასწრება, რადგან მარნეულის მერიიდან სხვადასხვა ღონისძიების ჩატარების შესახებ ინფორმაციას ვერ ვიღებთ. ასევე აღსანიშნავია, რომ მერია რადიო „მარნეულთან“ საუბრისას უმეტესწილად წერილობით ფორმას ამჯობინებს.
რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები