100-მდე ზარი საგანგებო სიტუაციების სამსახურში და 50-მდე ევაკუირებული ადამიანი - 2 ივნისს მომხდარი სტიქია მარნეულში
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 2 ივნისს მარნეულიდან დღის მეორე ნახევარში დაახლოებით 100 ზარი შევიდა.
იაღლუჯის მთიდან მოვარდნილმა ნიაღვარმა ქალაქ მარნეულის ვაჟა–ფშაველას, აღმაშენებლის, იაღლუჯის, სულხან–საბას, ლესელიძისა და ქობულეთის ქუჩების მაცხოვრებლებს სტიქიიდან გამოწვეული წყალდიდობით სახლები და სარდაფები დაეტბორათ.

ყველა ლოკაციაზე იმყოფებოდა საგაგნგებო სიტუაციის მართვის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდნენ. როგორც ქვემო ქართლის საგანგებო სიტუაციების სამსახურის დირექტორის მოადგილემ დავით გელაშვიულმა ჩვენთან საუნბარში აღნიშნა, საევაკუაციო სამუშაოებში მონაწილეობას იღებდა 10 ერთეული სახანძრო სამაშველო დანაყოფი, საევუაკუაციო სამაშველო სამუშაოების განხორციელებაში კი 40-მდე მეხანძრე-მაშველი. 



როგორც გელაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს ს,ტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ თავდაპირველად საშიში ზონიდან 50-მდე ადამიანის გაყვანა გახდა საჭირო, რომლებიც უკვე სახლში იმყოფებიან. თავადვე ამბობს, რომ ამ დროისთვის ძირითადი საძიებო სამაშველო სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები, რომელსაც უახლოეს საათებში დაასრულებენ.


რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები