მარნეულში მდებარე აღმაშენებლის N25 მცხოვრები ზეინალოვების ოჯახი
უკვე მეოთხე დღეა ღამეს მარნეულში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ათევს.
არ იციან საკუთარ სახლში როდის დაბრუნდებიან.
პატარა საცხოვრებელში 8 ოჯახის წევრს მხოლოდ 2 ოთახი აქვს. რთულ
პირობებს 2 ივნისს მარნეულში მომხდარი სტიქიაც დაემატა. საცხოვრებელში
შესვლა ბოტების გარეშე შეუძლებელია, ყველაფერი ტალახში ცურავს, მათ
შორის საყოფაცხოვრებო ნივთები.
ზეინალოვების ოჯახის 68 წლის წევრი ბენოვში ამბობს, რომ თავად
ცდილობენ სახლის გაწმენდას.
„
ჩამოშალა ერთი მხარე, ეს თუ არ გაიწმინდება აქ ცხოვრება
შეუძლებელია. გუშინ ვიყავი მერთან, მითხრეს კომისია მოვაო, ნახავსო.
როდის მოვა, სახლი რომ დაგვენგრევა მერე? თვითონ რაში აინტერესებს.
სახანძრო მოვიდა წყალი აამოტუმბეს, თუმცა ტალახი დარჩა. როგორ
გავწმინდოთ. აი, ჩანს, 70-80 სანტიმეტრი წყალი იყო.“- ამბობს
ბენოვში
„პოლიციელები მოვიდნენ, წაგვიყვანეს სასტუმროში, პირველ სართულზე
დაგვიტოვეს. წყალიც არ გვაქვს, პურიც, ბავშვი ტირის, მუცელი მტკივაო,
მშივაო, ერთი 3 წლისაა, მეორე 5 წლისაა, მხოლოდ თითო კანფეტი
მოგვცეს.“ - ამბობს ოჯახის ერთ-ერთი წევრი
ზეინალოვების ოჯახის თქმით, გუშინ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი და
პარლამენტის დეპუტატი რუსლან გაჯიევი შეხვდნენ. დახმარებას
დაჰპირდნენ, მაგრამ როდის უცნობია.
შეგახსენებთ , რომ სპეციალური ზარალის დამთვლელიი კომისია უკვე
შექმნილია მუნიციპალიტეტში, რომელსაც მარნეულის მერი, თემურ აბაზოვი
ხელმძღვანელობს.
მარნეულის მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედგების ზიანის სალიკვიდაიო
ჯგუფის შემადგენლობაში შედიან, მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები
და სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლები, რომლის მიზანია სტიქიის
ლიკვიდაციის მიზნით სათანადო ღონისძიებების გატარება.