სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ დაითვლიან
2 ივნისს, მარნეულში მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა ჯერ არ დაწყებულა და კვლავ გაწმენდითი სამუშაოები მიმდიანრეობს.
ამჟამად გაწმენდითი სამუშაოების განხორციელება შპს „სუთა მარნეულს“ დაევალა. როგორც ამავე შპს- ს დირექტორი ლერი მუმლაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, სამუშაოები უკვე დაწყებული აქვთ



მარნეულის მერიაში შექმნილია სტიქიის შედეგების (ზიანის) სალიკვიდაციო ჯგუფი.თუ რა ვადებში მოხდება კონკრეტულად ზარალის დათვლა ამაზე ზუსტი ინფორმაციის მოწოდება ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, ლაშა ლობჯანიძეს უჭირს, თუმცა ამბობს, რომ ჯერჯერობით სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად ხორციელდება.



როგორც მარნეულის ოფიციალურ ვეგვერდზ გამოქვეყნებული ვიდეოდან ჩანს, ზარალის დათვლის შემდგომ მერიამ შესაძლოა დაზარალებულებს მასალები ან ფულადი დახმარება გადასცეს.

2 ივნისს მომხდარი სტიქიისას ყველა ლოკაციაზე იმყოფებოდა საგაგნგებო სიტუაციის მართვის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდნენ. როგორც ქვემო ქართლის საგანგებო სიტუაციების სამსახურის დირექტორის მოადგილემ დავით გელაშვიულმა ჩვენთან საუნბარში აღნიშნა, საევაკუაციო სამუშაოებში მონაწილეობას იღებდა 10 ერთეული სახანძრო სამაშველო დანაყოფი, საევუაკუაციო სამაშველო სამუშაოების განხორციელებაში კი 40-მდე მეხანძრე-მაშველი.

სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ თავდაპირველად საშიში ზონიდან 50-მდე ადამიანის გაყვანა გახდა საჭირო, რომლებიც უკვე სახლში იმყოფებიან. ხოლო ერთი ოჯახი უკვე რამდენიმე დღეა ღამეს მარნეულში ერთ-ერთ სასტუმროში ათევს.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები