მარნეულის მერის იდეა სტიქიით დაზარალებულებისთვის
მარნეულის მერს ინიციატივა აქვს სტიქიით დაზარალებულთთვის, ამის შესახებ ინფორმაცია მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოდა ჩანს.

„ ხვალ დილიდან ჩვენ ვიწყებთ გაწმენდით სამუშაოებს. ვინაიდან, 112- მა თავისი მოვალეობა შეასრულა, დაგვეხმარა მაქსიმალურად შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა უნდა გააგრძელოს გაწმენდითი სამუშაოები. ამაში დაგვეხმარება შპს „სუფთა მარნეული „ ასევე, ჩემი იდეა იყო, რომ მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებიც კი ჩაერთონ ამაში. პირადად მეც ვგეგმავ და აუცილებლად ჩავერთვები, დავეხმარები ჩემ მოქალაქეებს. ამის შემდგომ კი დეტალურად დაითვლება რა არის დაზიანებული“ - ამბობს თემურ აბაზოვი

მუნიციპალიტეტში შექმნილ ზარალის დამთვლელ კომისიას მარნეულის მერი, თემურ აბაზოვი ხელმძღვანელობს.

სტიქიის შედგების ზიანის სალიკვიდაიო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან, მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები და სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლები, რომლის მიზანია სტიქიის ლიკვიდაციის მიზნით სათანადო ღონისძიებების გატარება.

რადიო "მარნეული"



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები