ცოფის ვაქცინა ერთი საავადმყოფოს მონაცემებით, 5 თვეში 326-მა ადამიანმა გაიკეთა
5 თვის განმავლობაში მარნეულის ჯეო ჰოსპიტალის კლინიკას 326-მა ადამიანმა ანტირაბული აცრის ჩასატარებლად ( ცოფის საწინააღმდეგო სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარება) მიმართა. 

ამის შესახებ ინფორმაცია ამავე საავადმყოფოდან გამოვითხოვეთ. რიცხვი არც ისე მცირეა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აცრის გაკეთება მოსახლეობას მარნეულის სხვა საავადმყოფოებშიც შეუძლიათ.

326 ადამიანიდან უმრავლესობას ანტირაბიული აცრა ძაღლის კბენის გამო აქვს გაკეთებული.
თემინდან გამომდინარე შესაძლოა მაწანწალა ძაღლების პრობლემა განვიხილოთ, რომელიც დღემდე მწვავედ დგას მარნეულში. დღის ნებისიერ მონაკვეთში შეგიძლიათ მათი ნახვა, თანაც დიდი რაოდენობით. რაც ფეხითმოსიარულეთთვის საფრთხეს წარმოადგენს. მოსახლეობას კი დაკბენის არაერთი ფაქტი უნახავთ.

მაწანწალა ძაღლების პრობლემით დაახლოებით ერთი თვის წინ საკრებულოს დეპუტატებიც შეწუხდნენ და თემის განხილვა მომავალი საკრებულოს სხდომებისთვის გადადეს, თუმცა დღემდე არ განუხილავთ. რაც შეეხება მარნეულის მერიის პოზიციას საკითხთან დაკავშირებით, მერიაში განმარტავენ, რომ პრობლემის მოგვარებას წინა წლის მსგავსად ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობის შეძენით აპირებენ.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები