საკრებულოს სხდომა რეგლამენტით გათვალისწინებული წესის დარღვევით დაანონსდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა რეგლამენტით გათვალისწინებული წესის დარღვევით დაანონსდა.

სხდომა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 134 მუხლის მიხედვით -ცნობა საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ – შესაბამისი სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც უნდა მოხდეს
.
დღეს, 8 ივნის საკრებულოს სხდომა 15:00 საათზე ჩატარდება. ამის შესახებ კი მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე ინფორმაცია 7 ივნის, დღის მეორე ნახევარში განთავსდა.

დღევანდელ სდომაზე განხილული იქნება:

1. „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემმბრის N63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს. ვ. მამედოვი, რ. ტაბატაძე/
2. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 14 მარტის N03/2431 წერილის განხილვის შესახებ.
/მომხს. რ. ტაბატაძე/
3. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახების ერთობლივი განცხადების განხილვის შესახებ.
/მომხს. რ. ტაბატაძე/
4. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 6 ივნისის N03/5786 წერილის განხილვის შესახებ.
/მომხს. ნ. მთვარელიძე/
5. „მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 თებერვლის N6 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს. ი. ესებუა/
6. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 17 მაისის N03/5021 წერილის განხილვის შესახებ.
/მომხს. ნ.ბერიძე/

ასევე საკრებულოს სხდომები საჯაროა და ნებისმიერ მსურველს აქვს უფლება დაესწროს მას:
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 87-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საკრებულოს კომისიების სხდომები საჯაროა, მასზე დასწრების უფლება ნებისმიერ პირს აქვს მინიჭებული ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების ანდა ნებართვის გარეშე.



Print