404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/06/08/1589d2853ea4f78af7b6e22298dfed82.jpg" not exists.

მერია 20 000 ლარიან ტენდერს ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობისათვის გამოაცხადებს
მარნეულის მერია უსახლკარო ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის, აცრების ჩატარების, კასტრირებისა და უკან დაბრუნებისათვის 20 000 ლარიან ტენდერს გამოაცხადებს.

აღნიშნული სახის ტენდერი მუნიციპალიტეტს უკვე ჰქონდა გამოცხადებული, რომლის მიხედვითაც მარნეულიდან გასულ წელს 125-მდე ძაღლი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებულ თავშესაფარში გადაიყვანეს და შესაბამისი პროცედურების შემდგომ ისევ მარნეულში დააბრუნეს.

როგორც მარნეულის მერიაში გვითხრეს, ახალი ტენდერი ძველი ტენდერის მსგავსი იქნება.

„ცხოველთა დაცვის ფედერაცია“ მარნეულის მერიის მიერ ძაღლების თავშესაფარში გადაყვანას უწევდა მონიტორინგს. „ცხოველთა დაცვის ფედერაციის“
თავმჯდომარე თემურ ლაჭკეპიანი მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე გვესაუბრა, მისი თქმით მუნიციპალიტეტს არ აქვს მიღებული ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი, რომლითაც ცხოველის უპასუხისმგებლო მეპატრონე მის მიმართ სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.

თემურ ლაჭკეპიანმა ასევე თქვა, რომ მაწანწალა ძაღლების მომრავლების მიზეზი მოსახლეობის მიერ არასასურველი ლეკვების გადაყრაა.

„ცხოველთა დაცვის ფედერაციის“ თავმჯდომარემ ასევე თქვა, რომ მიკედლების სისტემა საქართველოს მასშტაბით უკვე 20 მუნიციპალიტეტმა მიიღო, საედანაც 10-15 მუნიციპალიტეტში სისტემა უკვე მუშაობს.

თემურ ლაჭკეპიანი ასევე ამბობს, რომ ამ სისტემის დანერგვის შემთხვევაში 3-4 წელიწადში ქალაქის ტერიტორიაზე უსახლკარო ძაღლების რაოდენობა დასტაბილურდება, რის გამოც მუნიციპალიტეტს მათი მოვლისათვის დიდი თანხების გამოყოფაც აღარ დასჭირდებათ, ხოლო ამ შემთხვევაში, როდესაც მარნეულში ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი უპატრონო ძაღლების პრობლემის მოსაგვარებლად 20 000 ლარიანი ტენდერი საკმარისი ვერ იქნება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები