მარნეულში 2017 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 8 857 427 ლარი დაიხარჯა
დღეს, 8 ივნისს მარნეულის საკრებულოს სხდომაზე მარნეულის მუნიციპალიტეტში 2017 წელს განხორციელებული შესყიდვების ანგარიში განიხილეს, რომელიც შესყიდვების განყოფილების წარმმოადგენელმა ზანდა კვანჭიანმა წარადგინა.

„2017 წელს გამარტივებული შესყიდვებით 238 ხელშეკრულება იქნა დადებული. გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში 45 შესყიდვა, ელექტრონული ტენდერის 111 შესყიდვა, სულ წლის განმავლობაში 320 ხელშეკრულება იქნა დადებული, რომელიც შედგება ტენდერებითა და ასევე გამატივებული შესყიდვებით. ასევე, შესყიდვებით გათვალისწინებული ყველაზე მეტი წილი ეკუთვნის გზების რეაბილიტაციას, რომელზეც გაიხარჯა 5 878 000 ლარი, შემდეგ მოდის სასმელი წყალი, სკვერები და პარკბი, გარე განათება, სპორტული მოედნები, გზების მოვლა-შენახვა, შენობების რემონტი, სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობა ასევე, კორპუსების სახურავების და გამაგრების სამუშაოები. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საერთო ჯამში გაიხარჯა 8 857 427 ლარი აქედან სამუშაოებზე 8 523 063 ლარი.“

შესყიდვების განყოფილების წარმმოადგენელმა ზანდა კვანჭიანმა ასევე 2017 წელს მარნეულის მერიასა და შპს „ოპტიმალ გრუპთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც შპს „ოპტიმალ გრუპი“ მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებს უწევს მონიტორინგს.

„მრავალწლიანი შესყიდვაა და ამისათვის 139 461 ლარი გამოიყო. ხოლო 174 000 ლარი არის მომსახურება, ანუ შევისყიდეთ ამ თანხის პროექტები. რაც შეეხება ინვენტარს , განხორციელდა სადახლოსა და ალგეთის ბაღების მშენებლობა რომელსაც აღჭურვა სჭირდებოდა, ამისათვის კი 158 643 ლარი გაიხარჯა. სხვადახსვა ხარჯი წარმმოადგენლობითი ხარჯი, ავტობუსების დაქირავების, კულტურული ღონისძიებების, ინტერნეტმომსახურების, ტელევიზიის მომსახურების და დაცვის მსახურებების ხარჯები, რაზეც გაწერილია შესაბამისად ხარჯები. რაც გახარჯული იქნა რეალურად ავტოსატრანსპორტო ადმინისტრაციაში მყოფი ავტომობილების ხარჯი. საერთო ჯამში არის 11 292 258 ლარი. სამუშაოებს ეხება 8 523 00 ლარი, საქონელზე არ გაიხარჯა 30 000 და მომსახურეობაზე 1 839 000.“ - თქვა ზანდა კვანჭიანმა

2017 წელს საერთო ჯამში გაასაჩივრეს 15 ტენდერი, საედანაც 3 ტენდერი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 9 ტენდერი დაუშვებლად იქნა მიღებული და 3 არ დაკმაყოფილდა.

რადიო „მარნეული“

Print