კვერცხებიდან, რომელიც მარნეულში ნაგავსაყრელზე გადაყარეს წიწილები გამოიჩეკა
მარნეულში არსებულ ნაგავსაყრელზე გადაყრილი კვერცხებიდან, რომელიც მეფრინველეობის ფაბრიკაში გაფუჭებული ეგონათ, წიწილები გამოიჩეკა. ამას მოწმობს ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. გამოქვეყნებულ ვიდეოში კარგად ჩანს თუ როგორ დადიან წიწილები მარნეულის ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე. 

როგრც მარნეული მერმა, თემურ აბაზოვმა ნეტგაზეთთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა მეფრინველეობის ფაბრიკაში კვერცხები გაფუჭებული ეგონათ და გადაყარეს ნაგავსაყრელზე.

“მე როგორც ვიცი, კვერცხები ეგონათ გაფუჭებული და გადაყარეს ისეთ ადგილას, სადაც ქვიანი ადგილია და სულ სითბოა. ისე შენარჩუნა ის კვერცხები, თითქოს ქათამთან ყოფილიყო და შესაბამისად, ბევრი წიწილა გამოიჩეკა. ბევრმა წაიყვანა წიწილები სახლში”- თქვა თემურ აბაზოვმა

Print