მერიის დიდ საკონფერენციო დარბაზის ჭერის რეაბილიტაციისთვის 10 500 ლარი გამოიყო
მარნეულის მერიის დიდ საკონფერენციო დარბაზის ჭერის რეაბილიტციისთვის 10 500 ლარია გათვალისწინებული.
როგორც მუნიციპალიტეტის საფინანსო საბიუჯეტო განყოფილების უფროსი ვუგარ მამედოვი ამბობს, ჭერი ცუდ მდგომარეობაშია, წყალი ჩამოდის. ამსთანავე,  სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემდგომ შესაძლოა თანხის დამატებაც გახდეს საჭირო. თუ როდის დაიწყება კონკრეტულად სარეაბილიტაციო სამუშაოები უცნობია.



მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დიდ საკონფერენციო დარბაზში ჭერი 31 მაისს ჩამოინგრა .
რადიო "მარნეულის" ინფორმაციით ჭერის ჩამონგრევისას არავინ დაშავებულა.

Print