ბეითარაფჩის მოსახლეობისთვის პარკის მოწყობა სასმელი წყლის რეაბილიტაციით შეიცვალა
მარნეულში კასუმლოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლ ბეითარაფჩიში პარკის მოწყობა სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებით შეიცვალა.

როგორც ჩვენთან საუბარში მარნეულის მერიის საფინანსო საბიუჯეტო განყოფილების უფროსი ვუგარ მამედოვი ამბობს, თავდაპირველად სოფლის მოსახლეობას სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში შეხვდნენ და მათ პარკის მოწყობა სუდათ, თუმცა ახლა ამბობს, რომ ბეითარაფჩის მოსახლეობამ მერიაში განცხადება შეიტანა წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო პროექტში ცლილების შეტანის.



წყლის საჭიროებაზე ადგილობრივებიც საუბრობენ და ამბობენ, რომ პარკზე მეტად მათ ახლა წყალი სჭირდებათ. იმასაც ამბობენ, რომ პარკის მოსაწყობად სოფელში ადგილი არ აქვთ.



როგორც მამედოვი ამბობს, წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებსთვის ბიუჯეტიდან 15 000 ლარი გამოიყო ,თუმცა შესაძლოა თანხის დამატება გახდეს საჭირო საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის შევსების შემდგომ.

რადიო „მარნეული“
Print