აბაზოვის დაკავების გამო მერის მოვალეობას სავარაუდოდ ზაურ ტაბატაძე შეასრულებს
მარნეულის მერის თემურ აბაზოვის დაკავების შემდგომ მისი მოვალეობას სავარაუდოდ მერის პირველი მოადგილე ზაურ ტაბატაძე შეასრულებს.

როგორც ზაურ ტაბატაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა კანონმდებლობის შესაბამისად, მერის არყოფნის შემთხვევაში სწორედ მან უნდა შეასრულოს მერის უფლება-მოვალეობა.

მარნეულის მერის პირველმა მოადგილემ ასევე თქვა, რომ ჯერ-ჯერობით ის კვლავ მერის მოადგილის პოსტს იკავებს და მისთვის უცნობია თუ როდის და რა ფორმით გადაიბარებს მერის უფლებამოსილებას, ხოლო დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში წერილობითი მიმართვა გვთხოვა.

რადიო "მარნეული"
Print