მერის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურაში ბრიფინგი დაინიშნა
საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ დღეს, 13 ივნისს 14:00 საათზე გაიმართება ბრიფინგი, სადაც მარნეულში მოქალაქის შეურაცხყოფის ფაქტზე დამატებით დეტალებს გაავრცელებენ.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი მოქალაქის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 144–ე მესამე პრიმა მუხლის მიხედვით, რაც დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს. საქმეს პროკურატურა იძიებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები