აზერ სულემანოვს მანდატი შეუჩერდა

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აზერ სულემანოვს მანდატი შეუჩერდა.


საქართველოს პროკურატურამ მარნეულში მომხდარი ინციდენტის გამოძიების ფარგლებში სისხლის სამართლებრივი დევნა პარლამენტის დეპუტატის, ნაციონალური მოძრაობის წევრის, აზერ სულეიმანოვის მიმართაც დაიწყო.

როგორც ტელეკომპანია "იმედი" წერს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ აზერ სულეიმანოვს მანდატი შეუჩერდა.

მოქალაქის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე სამართლებრივი დევნა მარნეულის მერთან, თემურ აბაზოვთან ერთად, კიდევ 3 ადამიანის წინააღმდეგ დაიწყო. მათ შორის ერთი მარნეულის საკრებულოს წევრი, ერთი პარლამენტის დეპუტატი სულეიმანოვი და ერთიც მარნეულის მერის ნათესავია.

 

Print