სიახლე
ადვოკატი: თემურ აბაზოვი დაზარალებულს "ბოთლზე დასმით" ემუქრებოდა
დაზარალებული ელჩინ ალახვერდიევის ადვოკატი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ეკატერინე მიდოდაშვილი აცხადებს, რომ ელჩინ ალახვერდიევს მერნეულის მერი და შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა პირები სექსუალური ძალადობით დაემუქრნენ. 

დაზარალებულის ადვოკატი ასევე განმარტავს რომ ელჩინ ალახვერდიევმა სწორედ ამიტომ მოიხადა სახალხოდ ბოდიში და შარდი დალია.

“ჯგუფური დანაშაულიდან გამომდინარე, რადგან რამდენიმე პიროვნება მონაწილეობდა ამ დანაშაულის ჩადენაში, იყო სექსუალური მუქარაც. მუქარა წამოვიდა იქედან, რომ თუ ბოდიშს არ მოიხდიდა და ამას “ფეისბუქის” პირდაპირი ეთერით არ გაავრცელებდა, მას “ბოთლზე დასვამდნენ”. ასეთი ხასიათის მუქარა იყო ყველა პიროვნების მხრიდან." - განაცხადა ეკატერინე მიდოდაშვილმა.

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებითაა დაკავებული რაც 5-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტში მონაწილე კიდევ ორი პირის, რამინ ალახვერდიევის და მოქალაქე ე.გ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით არის  წარდგენილი ბრალდება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში,
გარდაცვლილი ქალი მეზობლებმა იპოვეს.
16:02 / 15.12.2018
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში, გარდაცვლილი ქალი მეზობლებმა იპოვეს.



5
წლის რუგაია კარახმაზლი უკვე ორი წელია, რაც მოდით არის
დაკავებული.
22:46 / 14.12.2018
5 წლის რუგაია კარახმაზლი უკვე ორი წელია, რაც მოდით არის დაკავებული.
მარნეულის ბაგა ბაღების გაერთიანება საბავშვო ბაღის
აღსაზრდელებს საახალწლოდ სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემს.
17:00 / 14.12.2018
მარნეულის ბაგა ბაღების გაერთიანება საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საახალწლოდ სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემს.
„დისკრიმინაცია და არა სიძულვილის ენას“ - ამ
თემაზე დღეს, 14 დეკემბერს, მარნეულში შეხვედრა გაიმართა ევროსაბჭოს
საქართველოს წარმომადგენლობის ინიციატივით და სახალხო დამცველის ქვემო
ქართლის ოფისის ორგანიზებით.
16:52 / 14.12.2018
„დისკრიმინაცია და არა სიძულვილის ენას“ - ამ თემაზე დღეს, 14 დეკემბერს, მარნეულში შეხვედრა გაიმართა ევროსაბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის ინიციატივით და სახალხო დამცველის ქვემო ქართლის ოფისის ორგანიზებით.
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის
განხილვა გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მაშინ გავრცლდა,
როდესაც ჟურნალისტები და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის
მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად დასასწრებად
მივიდნენ.
16:09 / 14.12.2018
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის განხილვა გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მაშინ გავრცლდა, როდესაც ჟურნალისტები და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად დასასწრებად მივიდნენ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში ავტოსაგზაო შემთხვევა
მოხდა
14:21 / 14.12.2018
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
თითქმის, ერთთვიანი ძებნის შემდეგ 24 წლის
გიორგი გიუნაშვილი თბილისის ზღვაზე დამხრჩვალი იპოვეს.
12:39 / 14.12.2018
თითქმის, ერთთვიანი ძებნის შემდეგ 24 წლის გიორგი გიუნაშვილი თბილისის ზღვაზე დამხრჩვალი იპოვეს.
დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის
ბრალდებით გასამართლებული მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი
პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
12:07 / 14.12.2018
დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით გასამართლებული მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.