ადვოკატი: აბაზოვი ბრალს არ აღიარებს და ბრძოლისათვის მზადაა
მარნეულის მერს თემურ აბაზოვს ბრალი ოფიციალურად დღეს წაუყენეს.

როგორც თემურ აბაზოვის ადვოკატმა
გაგი მოსიაშვილმა რადიო „მარნეულთან“ საურისას თქვა, აბაზოვი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და მზადაა სამართლებრივი ბრძოლისათვის.

„ბატონი თემური არ აღიარებს წარდგენილ ბრალს. მას რაიმე სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია და არის სამართლებრივად ბრძოლისთვის მზად. არ არის გამორიცხული რაიმე სახის დანაშაულის პროვოცირებას ჰქონდეს ადგილი რომელიც მიმართული იყოს ბატონი თემურის მიმართ, ამიტომ დაცვაც მობილიზირებულია და ცდილობს მისი უდანაშაულობა დაადასტუროს. დაუდასტუროს როგორც მის ამომრჩეველს მარნეულში, ისე საზოგადოებას.“ - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა

შეგახსენებთ, რომ თემურ აბაზოვი გუშინ 13 ივნისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მესამე პრიმა მუხლის მიხედვით წარუდგინეს, რაც დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 10 წლამდე.

რადიო „მარნეული

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები