მრავალფეროვნების სკოლა ახალი წევრების მისაღებად კონკურსს აცხადებს
მრავალფეროვნების სკოლა ახალი წევრების მიღებისათვის კონკურსს აცხადებს.

მრავალფეროვნების სკოლაში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ 18-დან 26 წლამდე მარნეულელს, რომელსაც სურს გახდეს აქტიური მოქალაქე და შეიტანოს ცვლილებები საკუთარ რეგიონში, ქალაქსა თუ სოფელში.

მრავალფეროვნების სკოლა ახალგაზრდებს აძლევს საშვალებას საფუძვლიანად შეისწავლონ მრავალფეროვნება, კერძოდ ურბანული პოლიტიკა, სასოფლო განვითარება და სამოქალაქო აქტივიზმი, განივითარონ უნარ-ჩვევები პროექტის მართვასა და დაგეგმვაში, განახორციელონ საკუთარი მოხალისეობრივი ინიციატივა, შეხვდნენ თანამოაზრეებსა და გახდნენ კურსდამთავრებულები.

მრავალფეროვნების სკოლა არის არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც სურს, ხელი შეუწყოს საქართველოში პლურალისტური საზოგადოების ჩამოყალიბებას, დემოკრატიის განმტკიცებას, მრავალფეროვანი, თანასწორი და სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც ახალგაზრდები აქტიურად
ერთვებიან გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, არიან ცვლილებების ინიციატორები სოფლებსა და ქალაქებში.

მრავალფეროვნების სკოლა მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას სოფლისა და ქალაქის პრობლემებზე, რეგიონების გამოცოცხლებას, ახალგაზრდების თანამშრომლობის გაზრდას პოლიტიკური და სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერების გზით.

განაცხადის შეტანა და დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ აქ.


რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები