ზაურ ტაბატაძე მერის მოვალეობის შესრულებას დღეს შეუდგა
ზაურ ტაბატაძე მერის მოვალეობის შესრულებას დღეიდან, 19 ივნისიდან შეუდგა

გადაწყვეტილება ამის შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 18 ივნის, რიგგარეშე სხდომაზე ერთსულოვნად მიიღო
.

როგორც მარნეულის საკრებულოს Facebook გვერდზე წერია,სხდომაზე განიხილეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის საქმე №10ა–161–18(№031110618001) განჩინება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის თემურ აბაზოვისათვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე, რომლის საფუძველზეც, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-ს 56–ე მუხლის 1 ნაწილის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად თემურ აბაზოვს შეუჩერდა მერის უფლებამოსილება და ამავე მუხლის მე–4 და მე–5 ნაწილების შესაბამისად მისი უფლებამოსილების განხორციელება დაეკისრა მერის პირველ მოადგილეს ზაურ ტაბატაძეს. 


Print