ინტერნეტ პროვაიდერის შეცვლის გამო მერიაში ელექტრონული წერილები არ რეგისტრირდება, მოსახლეობა კი ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ელექტრონული ფოსტა This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it არ მუშაობს. ამის შესახებ ჩვენთან საუბრისას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ განაცხადა.

ნინო დეკანოიძემ ასევე გვითხრა, რომ მარნეულის მერიაში ინტერნეტ პროვაიდერი იცვლება, ამ დრომდე მერიას ინტერნეტით „სილქნეტი“ ამარაგებდა, ხოლო ამიერიდან ამ ფუნქციას „მაგთი“ შეასრულებს, რის გამოც ელექტრონული ფოსტის გათიშვა გახდა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ ელექტრონული ფოსტის გათიშვა ხდება სერვერიდან, ხოლო სერვერი ინტერნეტპროვაიდერზე მიბმული არაა. ამის გათვალისწინებით ძნელად წარმოსადგენია თუ რატომ გახდა მარნეულის მუნიციპალიტეტის ელექტრონული ფოსტის გათიშვა საჭირო.

სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ მარნეულის მერიის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი წერილები არ რეგისტრირდება, ამის შესახებ კი რადიო „მარნეულმა“ დღეს, 19 ივნისს გაიგო, როდესაც ჩვენ მერიაში ჩვენს მიერ, მერიისადმი მიწერილი წერილის შესახებ ვიკითხეთ, რომლის მიხედვითაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების მიერ 2017 წელს გაწეული სამუშაოების ანგარიშების გამოთხოვას ვითხოვდით.

რადიო „მარნეულმა“ მარნეულის მერიას ოფიციალური წერილით 6 ივნისს მიმართა, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მერიას 10 სამუშაო დღიანი ვადა ჰქონდა პასუხის გასაცემად, ჩვენს წერილზე პასუხი სწორედ დღეს მოვიკითხეთ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა დღეს პასუხს ვერ მივიღებთ.

წერილის შეტანა კანცელარიაში ხელმეორედ მოგვიწევს, ხოლო ინფორმაციას, რომლის მოწოდებასაც ჩვენ ამ და კიდევ 2 წერილიდან ვითხოვდით სავარაუდოდ მომდევნო 10 დღის განმავლობაში მივიღებთ.

მარნეულის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ჩვენ ასევე გვითხრა, რომ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი დოკუმენტი არაა ოფიციალური და ოფიციალურ წერილად მხოლოდ კანცელარიაში შეტანილი წერილი ითვლება. ელექტრონული ფოსტის გამოყენება კი ერთგვარი დამატებითი სერვისია მოსახლეობის დახმარებისათვის. მაგრამ საქართველოს კანონმდებლობაც და ქვეყნის მასშტაბით გავრცელებული პრაქტიკაც ელექტრონული ფოსტის საშვალებით მიწერილ წერილსაც ოფიციალურ წერილად აღიარებს, მაგალითისათვის რომ ავიღოთ ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია საქართველოს პარლამენტს ელექტრონულ ფოსტაზე მიწეროს და გამოითხოვოს ოფიციალური ინფორმაცია.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები