მარნეულის მერია ახალგაზრდებს განაცხადების გაგზავნას იმ მეილზე სთხოვს, რომელიც არ მუშაობს
12:16 / 20.06.2018
მარნეულის მუნიციპაიტეტის მერიამ
15-დან 19 წლამდე ახალგაზრდებისათვის კონკურსი გამოაცხადა,
განცხადების გაგზავნას კი იმ ელექტრონულ ფოსტაზე სთოვენ,
რომელიც
არ მუშაობს.
მარნეულის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული
ინფორმაციიდან ვკითხულოთ, რომ გდანსკის ახალგაზრდულ ბიზნეს კვირეულში
მონაწილეობის მსურველებმა CV და სამოტივაციო წერილი, 24 ივნსამდე
მარნეულის მერიის ელექტრონულ ფოსტაზე
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
უნდა გადააგზავნონ.
აღნიშნული ელექტრონული ფოსტა არ მუშაობს. ამის შესახებ კი ჩვენ
გუშინ, 19 ივნისს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციუი
სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ გვითხრა.
კონკურსი პოლონეთის ქალაქ გდანსკში, საერთაშორისო ახალგაზრდულ ბიზნეს
კვირეულში მონაწილეობის მისაღებად ცხადდება.
რადიო „მარნეული“