მერიის ელექტრონული ფოსტა რადიო "მარნეულის" გამოქვეყნებული მასალის შემდეგ ამუშავდა
მარნეულის მერიის ელექტრონული ფოსტა ამუშავდა. ამის შესახებ ჩვენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის პიარისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსმა მარიამ ხაჩიძემ გვითხრა.

როგორც მარიამ ხაჩიძემ თქვა, მერიის ელექტრონული ფოსტა გუშინ საღამოს ამუშავდა.

19 ივნისს რადიო მარნეულის მიერ გავრცელებულ მასალაში, ჩვენ მერიის ელექტრონული ფოსტის გაუმართაობაზე ვსაუბრობდით, რის გამოც მოქალაქეებს მუნიციპალიტეტისათვის ელექტრონული წერილის სახით მიმართვა არ შეეძლოთ.

მერიაში ასევე არ დარეგისტრირდა რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტების მიერ გაგზავნილი წერილები, რომლითაც ჩვენ საჯარო ინფორმაციის მოწოდებას ვითხოვდით.

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულ ფოსტაზე შექმნილი პრობლემის შესახებ მარნეულის მერიას არანაირი განცხადება არ გაუვრცელებია.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები