მარნეულში მე-11 კლასელთა საატესტატო გამოცდები 80%-მა ჩააბარა
მარნეულის მასშტაბით მეთერთმეტე კლასელთა 80%-მა საატესტატო გამოცდა
ჩააბარა, ხოლო 20% ჩაიჭრა.
ამის შესახებ ინფორმცია ჩვენ მარნეულის რესურს-ცენტრის დირექტორმა
ქენან ომაროვმა მოგვაწოდა. ამბობს, რომ შედეგები მიახლოებითია.
წელს საატესტატო გამოცდაზე სულ 900 მეთერთმეტე კლასელი გავიდა.
გამოცდის ჩაბარება ქართულენოვან მოსწავლეებს 4 საგანში მოუწიათ, ხოლო
არაქართულენოვნებს 3 საგანში. მეთერთმეტე კლასელებმა, რომლებმაც წელს
წარმატებით ვერ გადალახეს ბარიერი, მომავალი სასწავლო წლის ბოლოს
შეეძლებათ კიდევ სცადონ ბედი სრული ზოგადი განათლების ადესტატის
მოსაპოვებლად.
რადიო "მარნეული"