„როცა წვიმს ავტომობილს ან საქონლის სადგომს ვაფარებთ თავს“ - ზეინალოვების ოჯახი მერიის დახმარებას ელის
მარნეულში მცხოვრები ზეინალოვების ოჯახი კვლავ მერიის დახმარების მოლოდინშია. მათ საცხოვრებელი აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარეობს.
2 ივნისს მარეულში მომხდარი სტიქიის დროს მათი სახლი სრულიად დაიტბორა. სამართალდამცავებმა ოჯახის 8 წევრი მარნეულში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში გადაიყვანეს, თუმცა რამდენიმე დღეში სახლში დააბრუნეს. „როცა წვიმს, ავტომობილს ან საქონლის სადგომს ვაფარებთ თავს „ ამბობს ზეინალოვების ოჯახის ერთ-ერთი წევრი.

ძლიერი სტიქიის დროს ზეინალოვების საცხოვრებელში საყოფაცხოვრებო ნივთები ტალახში იყო დასვრილი. ამავე ოჯახის წევრი რუსლანის ამბობს, რომ წყალდიდობის შედეგად თითქმის ყველაფერი განადგურდა.



რუსლანის თქმით, მათთან მუნიციპალიტეტის სპეციალური ზარალის დამთვლელი კომისიაც მივიდა, თუმცა უკვე ორკვირაზე მეტია არანაირი პასუხი არ მიუღიათ. დახმარების იმედს კი არ ჰკარგავენ .

როგორ დაეხმარება მერია დაზარალებულებს და როდის ამისათვის ზეპირი კომენტარის გაცემა მუნიციპალიტეტში უჭირთ, ამიტომ ინფორმაციის გასაგებად კიდევ 10 დღე მოგვიწევს მოცდა.

შეგახსენებთ, რომ სტიქია მარნეულში ივნისის თვეში უკვე 2-ჯერ მოხდა. პირველად 2 ივნისს ხოლო მეორედ,  16 ივნიის. ორივე შემთხვევაში მარნეულის ქუჩები იაღუჯიდან მოვარდნილმა ნიაღვარმა დატბორა. 




რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები