მარნეულში მოხალისეობის ფორუმი გაიმართა
ქვემო-ქართლში მცხოვრებ ახალგაზრდებს
მარნეულში გამართული მოხალისეობის ფორუმის მეშვეობით სხვადასხვა
არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირების საშვალება მიეცათ.
მოხალისეობის ფორუმი მარნეულში დღეს, 21 ივნისს გაიმართა სადაც
მონაწილეობას 15 არასამთავრობო ორგანიზაცია და 100-ზე მეტი მოხალისე
იღებდა.
როგორც პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“
კოორდინატორმა საბინა ბაბაზადემ გვითხრა, ფორუმის მიზანია
საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესება
წარმოადგენს.
საბინა ბაბაზადეს თქმით ფორუმის მიზანს ასევე წარმოადგენს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება, მათი ანგარიშვალდებულების
გაზრდა მოქალაქეების მიმართ და კავშირების განმტკიცება სხვა
აქტორებთან.
ფორუმში მარნეულში, რუსთავში, წალკაში, ბოლნისში, დმანისში და
თეთრიწყაროში მომუშავე ორგანიზაციები იღებდნენ მონაწილეობას და
მოხალისეებს მათთვის სასურველი მიმართულებებისა და რეგიონების არჩევის
შესაძლებლობას აძლევდნენ.
„მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება“ ახალაზრდა ეკონომისტებს,
აგრონომებსა და ბიზნეს მენეჯერებს საკუთარ ორგანიზაციაში სთავაზობს
მოხალისეობას, რის შესახებაც ჩვენ „მარნულის დემოკრატ ქალთა
საზოგადოების“ თავმჯდომარე ოლგა ენდელაძძე გვესაუბრა.
რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრი მოხალისეებს საკუთარ
აქტივობებში ჩართვას სთავაზობდა, რომლებიც არაფორმალური
განათლებისაკენაა მიმართული. როგორც რუსთავის საერთაშორისო სკაუტური
ცენტრის პროექტების კოორდინატორმა თეა კეკუამ გვითხრა, მათ
ორგანიზაციას მრავალმხრივი დანიშნულება აქვს რაც ბევრი
ახალგაზრდისათვის შეიძლება იყოს საინტერესო.
მოხალისეობის ფორუმი ორგანიზებულია ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის
მიერ, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC)
მხარდაჭერით, პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების
ინიციატივის’’ (2017 -2020) ფარგლებში.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური
თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.
რადიო „მარნეული“