"დამცავ ორდერს მოსამართლე მოკლე ვადით გამოსცემს და გადაწყვეტილებებს არ ასაბუთებს" - "საიას" ადვოკატი ოჯახში ძალადობის შესახებ
ქალთა მიმართ, ოჯახში ძალადობასა და ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცეტრში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქალთა ოთახის წარმომადგენლები, სოციალური მომსაქურების სააგენტოს რეგიონალური სამსახურის თანამშრომლები, პროკურორები, ადგილობრივი რესურს-ცენტრის თანამშრომლები და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანს ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გამოვლენილი ხარვეზების განხილვა წარმოადგენდა, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ საიას რუსთავის ოფისის ადვოკატი ნათია ქოქიაშვილი გვესაუბრა.



ნათია ქოქიაშვილი საიას მიერ გამოვლენილი პრობლემების შესახებაც გვესაუბრა, მისი თქმით დღემდე მწვავედ დგას პოლიციელების პრობლემა, როდესაც ისინი არასათანადოდ რეაგირებენ ძალადობის ფაქტებზე და დაზარალებულებს მოძალადეებთან დარჩენას მოუწოდებენ. საიას ადვოკატი ასევე ამბობს, რომ პრობლემები სამართალწარმოების დროსაც იჩენს თავს, როდესაც დამცავ ორდერს მოსამართლე მოკლე ვადით გამოსცემს და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არ ასაბუთებს.



საიას ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ ორგანიზაციას პრაქტიკაში შეხვედრია ისეთი შემთხვევა, როდესაც მოძალადე რომილის მიმართაც დამცავი ორდერი იქნა გამოყენებული თავად გამხდარა ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იმ პირის მიერ ვის სასარგებლოდაც ორდერი გამოიწერა.



შეხვედრა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ რუსთავის ოფისის მიერ იქნა დაგეგმილი.
რადიო „მარნეული“

Print