მარნეულში ქობულეთის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს
22 ივნისს, მარნეულში, ქობულეთის ქუჩაზე გარდაცვლილი მამაკაცის
ცხედარი იპოვეს.
ინორმაციას მარნეულის ტელევიზიის ჟურნალისტი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე
ავრცელებს. გარდაცვლილი მამაკაცი სავარაუდოდ, შუახნის ასაკისსაა,
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციაა მისული.
როგორც რადიო "მარნეულს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადე,ს
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას
გულისხმობს. პირველადი ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი არ
აღენიშნება, სავარაუდოა, რომ მამაკაცის გარდაცვალება შესაძლოა
გულთან იყოს დაკავშირებული, თუმცა ზუსტი პასუხი ექსპერტიზის
ჩატარების შემდეგ გაირკვევა.
რადიო "მარნეული"