200 სანაგვე ურნა, რომელსაც "სუფთა მარნეული" თითქმის ერთი წელია ელის 10 ივლისამდე გადასცემენ
200 სანაგვე ურნა, რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტი თითქმის ერთი წელია ელის 10 ივლისამდე გადასცემენ.

რადიო „მარნეულს“ არაერთი თემა მოუმზადებია სოფელში არსებული ნარჩენების შესახებ, სადაც პრობლემის მოგვარებას ააიპ „სუფთა მარნეულის“ დირექტორი 200 ურნით გეგმავს, მაგალითად, კირაჩმუღანლო, სარალი, მოლაოღლი, კირიხლო, კულარი, ქუთლიარი , ქესალო ეს მარნეულის იმ სოფლების არასრული ჩამონათვალია, სადაც „სუფთა მარნეულმა“ ის 200 ურნა უნდა განათავსონ, რომელსაც გადასცემენ, თუმცა კონკრეტულად როდის ამაზე პასუხი „სუფთა მარნეულის“ დირექტორს ზუსტად არ აქვს.

საკითხის გასარკვევად ჩვენ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორს გიორგი შუხოშვილს დავუკავშირდით, რომელმაც თქვა, რომ სანაგვე ურნების გადაცემა ზოგადად მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება და ეტაპობრივად ხდება მათი დარიგება მუნიციპალიტეტებში. კონკრეტულად მარნეულს ივნისსის თვის ბოლოსთვისთვის გადაცემენ.



ქვემო ქართლის რეგიონისათვის სულ 1003 ურნაა გათვალისწინებული, ხოლო საქართველოს მასშტაბით 10 000. როგორც შუხოშვილი ამბობს, ურნების გადმოცემა მარნეულისთვის კვლავ იგეგმება რეგიონალური ნაგავსაყრელის მოწყობის პროექტის ფარგლებში, რომელიც წესით 2019-2020 წლებში განხორციელდება.


Print