მარნეულის სახანძრო-სამაშველო განყოფილებას 2 სახანძრო მანქანა და 37 მეხანძრე-მაშველი ჰყავს
ქვემო ქართლის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს მარნეულის სახანძრო სამაშველო-განყოფილებას 37 მეხანძრე-მაშველი ჰყავს. სახანძრო დეპოში კი 2 ერთეული სახანძრო ტექნიკაა.

ქალაქის რელიეფიდან გამომდინარე ორივე ტექნიკა მაღალი გამავლობისაა. ასევე, ოპერატიული მსუბუქი ავტომობილი ჰყავთ, რომელიც ძირითადად გამოიყენება მობილური ჯგუფების გადასაყვანად.

ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ ქვემო ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დირექტორის მოადგილემ, დავით გელაშვილმა მოგვაწოდა და მარნეულის სახანძრო დეპოში არსებული რესურსი საკმარისად მიიჩნია და თქვა, რომ ახლახანს მომხდარი სტიქია, რომლმაც მარნეულში ქუჩები დატბორა და მათ სამსახურში დაახლოებით 100- მდე ზარი იყო შესული, სამუშაო ჯგუფმა რესურსი, რაც მარნეულის სახანძრო დეპოს გააჩნია ეფექტურად გამოიყენეს და არცერთი ადამიანი არ დაშავებულა.



კითხვაზე , იგეგმება თუ არა მარნეულისთვის დამატებითი ტექნიკის გადმოცემა გელაშვილი ამბობს, რომ სამსახურში ამ ეტაპზე რეორგანიზაცია მიმდინარეობს და სამომავლოდ გათვალისწინებულია, როგორც სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის გაზრდა ასევე, სახანძრო სამაშველო თანამედროვე ტექნიკის დამატებება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები