მარნეულის რამდენიმე სოფელში სასმელი წყლის მიწოდება შესაძლოა „რუსთავწყალის“ ნაცვლად სხვა კომპანიას დაეკისროს
შესაძლოა მარეულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში სასმელი წყლის მიწოდება შპს “სოფწყალს“ ან “საქართველოს გაერთიანებული წყალომარაგების” კომპანიას დაეკისროს.
ამის შესახებ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე მეტრეველმა განაცხადა და თქვა, რომ მარნეულში დაახლოებით ხუთი სოფელი შპს „რუსთავწყალის“ ბალანსზეა. პრობლემა კი ცენტრალური მილსადენის დაზიანებას უკავშირდება, რაც მოსახლეობისთვის სასმელი წყლის ნორმალურ რეჟიმში მიწოდებას ზღუდავს. ამ ეტაპზე პრობლემის აღმოსაფხვრელად სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს.



ამავე თემაზე ჩვენთან საუბრისას მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჟანიძეც ამბობს, რომ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის წყალის მიწოდება შეუფერხებელი იყოს და პრობლემა, რომელიც მილს უკავშირდება მალე აღმოიფხვრას. ხოლო, კონკრეტულად გადავა თუა არა მარნეულის რამდენიმე სოფელი სხვა კომპანიის ბალანსზე ამაზე საუბარი მეტრეველისგან განსხვავებით ლობჯანიძეს უჭირს.

ალექსანდრე მეტრეველი ამბობს, რომ 25 ივნიის შეხვედრაც ჰქონდათ მარეულის მუნიციპაიტეტის კაპანახჩის, ალგეთისა და ქუთლიარის ადმინისტრაციული ერთეულისთვის სასმელი წყლის მომარაგების საკითხთან დაკავშირებით რათა პრობლემა გადაიჭრას.

მეორე შეხვედრას კი უახლოეს დღეებში გეგმავენ, სადაც პრობლემის იდენტიფიცირება მოხდება. ხოლო, რაც შეეხება სოფლების სხვა კომპანიების ბალანსზე გადაცემას ამ საკითხზე გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებენ, მანამდე კი სოფლლებში წყლის მიწოდება არსებული გრაფიკით გაგრძელდება.

რადიო "მარნეული"
Print