ახლომაჰმუდლოს სოფლის საძოვარი მიწა ისე გაიყიდა, რომ მოსახლეობას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლომაჰმუდლოს მაცხოვრებლები საქონლისთვის საძოვრების არ არსებობას უჩივიან.
როგორც მარნეულის სოფლების უმეტესობა, ახლომაჰმუდლოს მაცხოვრებლებიც მესაქონელობით და სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი. სოფელი მდინარე დებედას გვერდით მდებარეობს.

სოფელში ქარხანა დგას, რომელიც შპს „ქციას“, ეკუთვნის. ქარხანაში კი გზის დასაგებად გამოსაყენებელი მასალაა განთავსებული.
მოსახლეობის თქმით, მათ ადრე პირუტყვი საძოვრად სწორედა ქარხნის ტერიტორიაზე და იქვე მდებარე რკინიგზის ტერიტორიაზე დაჰყავდათ, იმასაც ამბობენ, რომ მიწები სოფლის საკუთრება იყო ახლა კი დაუკითხავად გაყიდეს.

„ერთი მოდის ხელოვნურ ტბას აკეთებ, მეორი კიდე რაღაცას აკეთებს ამ მიწაზე. გავიგეთ რომ სოფლის მიწა გაიყიდა. რომ გაყიდეთ სოფლის მკვიდრებს არ უნდა გააგებინოთ? ისედაც აქ ცოტა მიწაა და საძოვრისთვის ტერიტორია აღარ დაგვრჩა. „საქონელი სად წავიყვანოთ? ამითი ვირჩენთ თავს. მიგყვავს საქონელი რკინიგზის გასწვრივ იქ სძინავთ მერე საღამოს ვაბრუნებთ. თითქოს პრესის წასაკითხათ მიდიან-მოდიან“. -ამბობს ერთ-ერთი მოსახლე

„ასფალტზე დადის საქონელი, საძოვარი არ გვაქვს. ჩალაზე გვაქვს ერთი ადგილი მაგრამ კარიერმა შემოღობა და იქაც ვერ დადის საქონელი.“

„სულ 100 ჰექტარი მიწაა, ისიც 5 ადამიანის ხელში. სამი ძროხა მყავს სულ. არადა, უფრო მეტის შემიძლია რომ შევინახო, მაგრამ არარსებული საძოვრების გამო არ მყავს.“


სოფლის მაცხოვრებლებლებმა მარნეულის მერიას განცხადებით მიმართეს არსებული მიწის არაკანონიერად შემოღობვასთან დაკავშირებით , სადაც ახლა ქარხანა დგას, ხოლო მერიის წერილიდან ირკვევა, რომ შემოსაზღვრული ადგილი შპს „ქციას“ საკუთრებაშია.

სოფლის მაცხოვრებლების თქმით, მათ არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია ამდრომდე არ ჰქონდათ.  პრეტენზიას იმაზე გამოთქვავენ, რომ მიწა ისე გაიყიდა სოფლის მაცხოვრებლებისთვის არაფერი უთქვამთ. ახლა იძულებულები არიან თავიანთი პირუტყვი მაგისტრალურ გზაზე საბალახოდ წაიყვანონ.

„ქცია“ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას წარმოადგენს, რომელსაც ამ დრომდე სულ 41 ტენდერში აქვს მოაწილეობა მიღებული, აქედან კი მხოლოდ 32% აქვს მოგებული და მარნეულის მუნიციპაიტეტში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებში ხშირად იღებს მონაწილეობას.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები