„თუ გჭირდებათ ოფიციალური მიმართვა ჩათვალეთ, რომ მე ახლა წერილობით მოგმართეთ“ - სომხეთის ელჩის პასუხი ზაურ ტაბატაძის განცხადებაზე
სომხეთის ელჩიმა საქართველოში რუბენ სადოიანმა დღეს, 27 ივნისს მარნეულის მუიციპალიტეტში ეთნიკური სომხებით დასახლებულ სოფლებში შეხვედრები გამართა.

შეხვედრას ესწრებიოდნენ მარნეულის მერის მოვალიეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე.

მოსახლეობა სომხეთის ელჩს საქართველოში დისკუსიის ფარგლებში, საკუთარ პრობლემებს აქტიურად აცნობდა. შეხვედრის დასრულებამდე ზაურ ტაბატაძემ რუსულ ენაზე მოსახლეობას მიმართა და შეახსენა რომ ის და ამირან გიორგაძე რაიონის ხელმძღვანელები არიან და სამწუხაროდ, რაიონის სიდიდის გამო მოსახლეობას ხშირად ვერ ხვდებიან, თუმცა ამავდროულად ტაბატაძემ შეხვედრის დამსწრეებს შეახსენა, რომ მათ ყავთ მაჟორიტარი დეპუტატი და შეუძლიათ საკუთარი პრობლემებით მას მიმართონ.

ზაურ ტაბატაძემ სიტყვით გამოსვლისას ასევე თქვა, რომ მათ ახლა დაიწყეს სახელმწიფოს მშენებლობა და მრავალი წლის შემდეგ პირველად დადგნენ სწორ გზაზე.

შეხვედრის მიმდინარეობისას მოსახლეობის მთავარ პრობლემად გზის რეაბილიტაცია გამოიკვეთა, რასთან დაკავშრებითაც ზაურ ტაბატაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფოს აქვს გენერალური გეგმა ტურიზმის განვითარებისათვის, რათა ტურისტებს საქართველოს ტერიტტორიაზე კომფორტულად გადაადგილების საშვალება ჰქონდეთ. ხოლო სოფელი გიულბაღის, ხოჟორნისა და ახკერპის ამორტიზირებული გზები სახელმწიფო მნიშვნელობის გზას წარმოადგენს, რის გამოც მუნიციპალიტეტი ამ ტერიტორიაზე სამუშაოებს ვერ ჩაატარებს. ამავდროულად ზაურ ტაბატაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული გზის რეაბილიტაცია 2018 წლის სექტემბრიდან უნდა დაიწყოს.

ზაურ ტაბატაძემ შეხვედრაზე ასევე თქვა, რომ მუნიციპალიტეტისათვი სოფლების შიდა გზების რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველა სოფელში ამას ჯერ-ჯერობით ვერ მოახერხებენ, რადგან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი რეზინის არ არის და არ იწელება.

მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებლის კომენტარს სომხეთის ელჩი საქართველოში რუბენ სადონიანი გამოეხმაურა და ტაბატაძეს უთხრა, რომ ის პრობლემები რომელიბიც სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრისას გამოიკვეთა, როგორიცაა გზის, ინტერნეტისა და ბუნებრივი აირის პრობლემა 21-ე საუკუნეში აღარ უნდა არსებობდეს და ამისათვის ოფიციალური წერილით მიმართვა აღარ უნდა იყოს საჭირო.

„თუ გჭირდებათ ოფიციალური მიმართვა ჩათვალეთ, რომ მე ახლა წერილობით მოგმართეთ“ - უთხრა სომხეთის ელჩმა საქართველოში მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელს.



რადიო "მარნეული"


სომხეთის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი დღეს, 27 ივნისს მარნეულის მუიციპალიტეტში ეთნიკური სომხებით დასახლებულ სოფლებში შეხვედრებს მართავს.

ეთნიკურად სომეხ საქართველოს მოქალაქეებთან შეხვედრა სომხურ ენაზე მიმდინარეობს, რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძეც ესწრებიან.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შეხვერის მიმდინარეობის დროს სომხური ენიდან მისთვის გასაგებ ნებისმიერ ენაზე თარგმანი ითხოვა, შეხვედრის დამსწრეებიდან ერთ-ერთმა პიროვნებამ კი მას რეპლიკის სახით უთხრა, რომ თარგმანზე თავად უნდა ეზრუნათ, ხოლო სომხეთის ელჩმა საქართველოში რუბენ სადოიანმა მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეს თარჯიმანი თავისი გუნდიდან გამოუყო.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები