200 სანაგვე ურნის განაწილებაზე, რომელსაც მუნიციპალიტეტი თითქმის ერთი წელი ელოდა, მსჯელობას მომდევნო კვირას დაიწყებენ
200 სანაგვე ურნა, რომელსაც „სუფთა მარნეული“ თითქმის ერთი წლის განმავლობაში ელოდა მუნიციპალიტეტს დღეს, 27 ივნისს გადასცეს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ ურნებს მუნიციპალური შპს „სუფთა მარნეული“ იმ ლოკაციებზე განათავსებს, სადაც ამ ეტაპისთვის ყველაზე მეტი მოთხოვნა და საჭიროებაა.

რადიო „მარნეული“ დაუკავშირდა შპს „სუფთა მარნეულის“ დირექტორ ლერი მუმლაძეს, რათა გაგვერკვია თუ კონკრეტულად რომელ ტერიტორიებზე განათავსებდნენ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის მიერ გადაცემულ ნაგვის ურნებს.

ლერი მუმლაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჯერ-ჯერობით ურნების აწყობა მიმდინარეობს, რის შემდეგაც შეადგენენ ნახაზს, თუ სად უნდა განათავსონ სანაგვეები.

„სუფთა მარნეულის“ დირექტორმა ჩვენთან საუბრისას ასევე თქვა, რომ მისი აზრით ურნებს ძირითადად ქალაქ მარნეულში ცენტრალურ რუსთაველისა და 26 მაისის ქუჩებზე და სოფელ კირიხლოსა და ყულარისაკენ, ცენტრალური მაგისტრალის მხარეს განალაგებენ.

ლერი მუმლაძის თქმით, ურნების განაწილების საკითხზე მუშაობას სავარაუდოდ მომდევნო კვირიდან დაიწყებენ.

რადიო „მარნეული“



ამავე თემაზე:

მარნეულში არსებულ არალეგალურ ნაგავსაყრელებს ახუნდოვის ქუჩის ნაგავსაყრელიც შეემატა


აივაზ ჰასანოვის ქუჩის მკვიდრები ნაგვის ურნების არ ქონის გამო ნარჩენებს არხში ჰყრიან

სოფელ ბაილარში გუბერნიისაგან ნაჩუქარ ნაგვის ურნებსაც კი არ შეიტანენ

200 სანაგვე ურნა, რომელსაც "სუფთა მარნეული" თითქმის ერთი წელია ელის 10 ივლისამდე გადასცემენ


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები