მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე ავტომობილი გატეხეს
მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე ავტომობილი გატეხეს. შემთხვევა 27 ივნისს საღამოს საათებში მოხდა.

როგორც რადიო მარნეულს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მსუბუქი ატომობილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მამაკაცმა ქვით დააზიანა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურება.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google