ეთნიკური უმცირესობებისათვის „აქტიურ მოქალაქეთა სკოლის“ სახელწოდებით პროექტი იწყება
თვითგანვითარების უნივერსიტეტი ეთნიკური უმცირესობებისათვის „აქტიურ მოქალაქეთა სკოლის“ სახელწოდებით პროექტს იწყებს.

პროექტის მიზანია ქვემო-ქართლის რეგიონში ეთნიკური აზერბაიჯანელების მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდა და გააქტიურება.


პროექტი 8 კვირიან სასემინარო და პრაქტიკულ პროგრამას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში მონაწილეებისთვის ადამიანის უფლებებზე, არჩევნებზე, საპრეზენტაციო უნარ-ჩვევებზე , ტექნიკასა და სხვა საკითხებზე აუნაზღაურებადი აქტივობები ჩატარდება. პროექტის დასრულებისას კი, თითოეულ მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცემა.

პროექტში მე-10, მე-11 და მე-12 კლასელებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება.პროექტში მონაწილეობის მისაღებად ქვემოთ მოცემულ ლინკში შედით და შეავსეთ განცხადების ფორმა:
რეგისრტაციის ბოლო ვადაა: 8 ივლისი, 00:00 სთ.
მსურველებს, რომლებმაც გაიარეს რეგისტრაცია, 11 ივლისამდე დაკიგავშირდებით.

https://docs.google.com/forms/d/10rElgdeJ-NlYd82mRAnZnbmiYMunNCgruYsWjln6wYY/edit

30 ახალგაზრდას, რომლებიც წარმატებით გაივლიან გასაუბრებას, შესაძლებლობა მიეცემათ გაწევრიანდნენ „აქტიურ მოქალაქეთა სკოლაში“
.შეკითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ :

ტელ: 557 33 88 43

G-mail: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები