#2 საჯარო სკოლის დირექცია შიდა ტესტირების მეშვეობით მხოლოდ „ჭკვიან“ მოსწავლეებს იტოვებს

უფლებადამცველი ლეილა მამედოვას თქმით, მარნეულის #2 საჯარო სკოლის დირექცია სკოლის მოსწავლეების შიდა ტესტირების მეშვეობით სუსტი ბავშვებს სკოლიდან ნებაყოფლობიი უარის თქმით ათავისუფლებს და მხოლოდ ძლიერ მოსწავლეებს ტოვებს.


 


მშობლებს ნებაყოფლობით აწერინებენ უარს ამ სკოლაში სწავლის სურვილზე იმ თვალსაზრისით, რომ სხვა სკოლაში ვერ მოახერხებენ გადასვლას და კლასის გარეშე დარჩებიან. ლეილა მამედოვას თქმით , მეორე საჯარო სკოლის დირექცია ასევე უარს ამბობს რუსულენოვანი სექტორში პირველი კლასების გახსნაზე. მამედოვას თქმით, მშობლებზე ზეწოლა და მათი ქართულის ან რუსული ენის არცოდნით სარგებლობა ხდება. რის საფუძველზეც მშობლები ნებაყოფლობით სიტუაციაში სიღრმისეულად გაურკვევლები რჩებიან, თუმცა ამ სკოლაში რეგისტრაციაზე უარს ამბობენ.

ლეილა მამედოვა უკვე დაეხმარა მშობლებს და წერილი ომბუცმენის აპარატში დაწერა.
ამ წუთებში სკოლაში მიმდინარეობს თათბირი. ადგილზე იმყოფება მარნეულის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქენან ომაროვი. როგორც სკოლის ტეტირორიაზე რადიო მარნეულის ჟურნალისტებს განუცხადეს დირექტორი სკოლაში არ იმყოფება. შეხვედრა მედიისთვის დახურულია

რადიო "მარნეულის" მოპოვებული ინფორმაციით, მეექვსე კლასელ ბავშვებს დღეს 6 საგანში ჩაუტარდათ გამოცდა, რომელიც მხოლოდ 4 საათს გაგრძელდა. ბავშვების ნაწილი კი უკმაყოფილო ტესტების სირთულით არის.

ასევე რადიო "მარნეულს" დაუკავშირდა ერთ-ერთი მშობელი, რომლის თქმით , მის მე-9 კლასელ შვილს, 28 ივნის  ტესტირება ცხრა საგანში ჰქონდა. მშობლების კითხვაზე შეიძლება თუ არა კანონით ერთ დღეს ამდენ საგანში მოსწავლეს ჰქონდეს ტესტირება. სკოლის დირექციამ საკუთარი კანონების დაწესების უფლებაზე უთხრა. 

რადიო "მარნეულის" ჟურნალისტები ამ წუთებშიც იმყოფებიან  სკოლის ტერიტორიაზე და უახლოეს ინფორმაციას თათბირის დასრულების თანავე მოგვაწვდიან.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები