მარნეულში არსებული ერთადერთი შუქნიშანი მერიამ მოქალაქის მოთხოვნის შემდეგ აამუშავა
მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, სადაც შუქნიშანი მხოლოდე ერთ ადგილზე
არსებობს დაზიანდა.
ამის შესახებ 112 -ს მარნეულის მკვიდრმა ფუად გახრამანოვმა აცნობა
ხოლო, გამოძახებულმა პატრულის ბრიგადამ მას უთხრა, რომ შუქნიშნის
შეკეთება მერიის პრეროგატივაა. გახრამანოვმა 2 ივლისს მერიაში ტახირ
რუსთამოვს მიმართა, რომელმაც თქვა რომ მის სამსახურს ამ პრობლემის
მოგვარება არ ევალება.
"დილიდან მერიაში მივედით ტახირ რუსტამოვთან, მან გვითხრა რომ
ეს მას არ ეხება. მეც ვუთხარი თუ პარტული ამბობს, რომ ეს მერიის
საქმეა მაშინ ვინთქვენ უარს ამბობთ მოვალების შესრულებაზე. ამის მერე
გვითხრა მე ამას ვერ მოვაგვარებ, ზაურ ტაბატაძესთან უნდა წახვიდეთ.
მივედით ტაბატაძესთან და დაგჰპირდა ,რომ ამ პრობლემას მოაგვარებდა."-
ამბობს გახრამანოვი
როგორც გახრამანოვი ამბობს, ზაურ ტაბატაძე დაჰპირდა პრობლემის
მოგვარებას, თუმცა რა ვადებში გააკეთებდნენ არ უთქვამს. გახრამონოვმა
მერის მოვალეობის შემსრულებელს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდა, რადგან
შუქნიშნის გაუმართაობამ შესაძლოა ავარიული სიტუაციები შექმნას.
დღეს მარნეულის მუნიციტეტმა ფეისბუჯ გვერდის მეშვეობით აცნობა
მოსახლეობას, რომ შუქმიშნი შეკეთდა. „ მერიამ მყისიერი
რეაგირება მოახდინა, რის შედეგადაც შუქნიშანი, 2 ივლისს, დღის მეორე
ნახევრიდან გამართულად ფუნქციონირებს“.- წერა მუნიციპალიტეტის ფეისბუკ
გვერდზე.
რადიო "მარნეული"