ტემპერატურის მატებასთან ერთად ვინტილიატორის მყიდველების რაოდენობაც გაიზარდა
საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტო რამოდენიმე კვირის განმავლობაში მოსახლეობას მაღალი ტემპერატურისა და პაპანაქება სიცხისაგან თავის არიდებისაკენ მოუწოდებს. მოსახლეობას შუადღის საათებში თავსაკრავების გარეშე გარეთ გასვლისგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდებდა. იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეს გარეთ ყოფნა მაინც უწევს გაგრილებული წყალის, ფერადი ტანსაცმელისა და პანამის გარეშე გასვლას არ ურჩევენ. ეს პერიოდი ოფიციალურად დაფიქსირებული 43 გრადუსი სიცხეების პერიოდია. სოციალურ ქსელებში კი მარნეულელები ხუმრობდნენ, რომ მარნეულში ყოველი მეორე „ვენტილატორით“ ხელში მოძრაობს. არც ჩვენ გაგვიჭირდა ასეთ ადამიანთან გასაუბრება. მარნეულის მკვიდრი ამბობს, რომ ძველი გაფუჭდა და ახლის ყიდვა მოუწია, რათა სახლი ოდნავ გააგრილოს, მითუმეტეს რომ ოჯახში ახალშობილი ბავშვი ყავთ.

„ჩვენ პატარა ბავშვი გვყავს და საჭიროა. 55 ლარი მივეცით და ვიყიდეთ. ძალიან ცხელა რა ვქნათ.“

მარნეულში ტექნიკის მაღაზიების გამყიდველები ადასტურებენ, რომ გამაგრილებელი მოწყობილობებისადმი ინტერესი გაიზარდა. ტექნიკის ფასი მრავალფეროვანია ვენტილატორების შეძენა 30 ლარიდან არის შესაძლებელი. კონდიციონერების კი 700 ლარიდან.

„სიცხეები რომ დაიწყო დღეში 13 ვინტილიატორს ვყიდით, კონდიციონერი დაახლოებით ერთია. სხვა დროს ვაჭრობა იმდენად არაა, ახლა სიცხის გამო მხოლოდ ამას ვყიდით.“

მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას აფრთხილებენ თავი გარეთ გასვლისაგან შეიკავონ. მარნეულში ერთ-ერთი პოპულარული შემოსავლის წყარო ტაქსისტობაა. ტაქსისტებს მთელი დღის განმავლობაში მზისგან გაცხელებულ მანქანაში უწევთ ყოფნა.

„ტემპერატურა 40-42 გრადუსია და მანქანაში ვზივართ, ერთი პარკიც არაა რომ გავგრიდეთ მარშრუტკაში ხალხი სიცხისაგან ცუდად ხდება. მე კონდიციონერი მაქვს და როცა საჭიროა ვრთავ“

სინოპტიკოსების პროგრნოზით უახლოვეს დღეებში ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი. ტეკნიკის მაღაზიის გამყიდველები კი სიცხიან დღეებში მეტი მოწყობილობის გაყიდვას ცდილობენ.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები