მარნეულის მერიაში ელექტროენერგია 12:00 საათიდანაა გათიშული
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში დღეს, 4 ივლისს დაახლოებით 12:00 საათიდან ელექტროენერგია არაა.

ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "მარნეულმა" მას შემდეგ გაიგო, როდესაც ჩვენ მარნეულის მერიის საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მომსახურეობის განყოფილებაში, ჩვენს მიერ მიწერილ ოფიციალურ წერილზე პასუხის გასაგებად დავრეკეთ. მერიის საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მომსახურეობის განყოფილების უფროსმა მაკა დარბაიძემ გვითხრა, რომ მერიაში არც სინათლეა და არც ინტერნეტი, რის გამოც დღეს პარალიზებულები არიან.

როგორც რადიო მარნეულს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ში  გვითხრეს, მარნეულში რუსთაველის ქუჩა N73-ში, სადაც მარნეულის მერია მდებარეობს, ტრანსფორმატორზე დაზიანებაა, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდა. აგილზე სამუშაო ჯგუფია მობილიზებული და ტრანსფორმატორის შეკეთებისთანავე მერიას ელექტორენერგიის მიწოდება აღუდგება. 

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები