ტენდერებს, რომელსაც მარნეულის N1 საჯარო სკოლისთვის ერთი წელია აცხადებენ მეოთხე ცდაზე შედგა
მარნეულის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლის მშენებლობისთვის უკვე ერთი წელია ტენდერები ცხადდება, თუმცა ყოველ ჯერზე მონაწილე კომპანიები დისკვალიფიკაციას იღებდნენ.

მეოთხე ტენდერის გამოცხადებისას კი გამარჯვებული კომპანია „ტრესტი 3“ გამოვლინდა და როგორც N1 საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან მერაბიშვილი ამბობს, ტენდერთ გათვალისწინებული ყველა პირობა დააკმაყოფილა და ხელშეკრულებას 5 ივლისს გააფორმებენ.



მერაბიშვილი ამბობს, რომ უკვე სამი წელია, რაც მათ მარნეულის მუნიციპალიტეტის N8 საჯარო სკოლა იფარებს, თუმცა ამბობს, რომ სხვა სკოლაში ყოფნა რთულია, მითუმეტს, როდესაც სასწავლო პროცესი მათთვის დღის მეორ ნახევარში, 3 საათზე იწყება. ვიდრე ქალაქ მარნეულის N1 საჯარო სკოლას ახალი შენობა ექნებათ, მანამდე კიდევ 9 თვის განმავლობაში მოუწევთ N8 საჯარო სკოლაში ყოფნა.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები