2019 წლიდან რძის ჩამბარებელ ქარხნებს აეკრძალებათ რძის ყიდვა იმ ფერმერებისგან, რომელთა ცხოველებიც არაიდენტიფიცირებული იქნება

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ რეგიონებში ფერმერთა საინფორმაციო კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებშიდაც დღეს, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში შხვედრა გაიმართა.
რომლის მიზანია ფერმერთა დროული ინფორმირება ახალი რეგულაციის შესახებ, რაც 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება და რძის ჩამბარებელ ქარხნებს აეკრძალებათ რძის შეძენა იმ ფერმერებისგან, რომელთა ცხოველებიც არ იქნება იდენტიფიცირებული სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ.
როგორც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის კომუნიკაციების ოფიცერი ნინო თოფურიძე ამბობს, მნიშვნელოვანია ხალხის დროული ინფორმირება ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით, რათა ცვლილებას მომზადებულები დახვდნენ.



გაროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის - FAO, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ხელმძღვანელის მიხეილ სოხაძის განმარტებით, აღნიშნული ცვლილების ერთ-ერთი მიზანი რძის პროდუქტების მომხმარებელთა დაცვა, ქვეყანაში რძის პროდუქტების ხარისხი და კეთილსაიმედობაა.

დღევანდელ შეხვედრას ადგილობრივი ფერმერები, სხვადასხვა სოფლის რწმუნებულები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები