მერია ინფორმაციას მხოლოდ ჩატარებული თათბირების შესახებ დებს - მოსახლეობის ინფორმირებისთვის დამატებით კითხვებს არ პასუხობენ
მარნეულის მერიაში 2 ივნისს მომხდარი ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებული ზარალის, სტიქიის შედეგების (ზიანის) სალიკვიდაციო ჯგუფმა კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩვენ მარნეულის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ.
გამოქვეყნებულ მასალაში გარდა აღნიშნული ინფორმაციისა, კიდევ ერთ დეტალს ვგებულობს, რომ „სამუშაო ჯგუფმა შეაჯამა ამ დროისათვის არსებული მდგომარეობა და გაწეული სამუშაოები.“ თუმცა რა არსებული მდგომარეობა შეაჯამეს და რა სამუშაოები განახორციელეს, ამას მათ ვებ-გვერდზე ვერ ნახავთ.

ამიტომ რადიო მარნეული მოსახლეობის მეტი ინფორმირებულობისთვის მარნეულის მერის მოადგილეს ლაშა ლობჯანიძეს დაუკავშირდა, რომელიც სტიქიის შედეგების (ზიანის) სალიკვიდაციო ჯგუფის ერთ-ერთი წევრია.

კითხვაზე, შეფასდა თუ არა უკვე ზარალი და რა ეტაპზეა მათი სამუშაოები ლობჟანიძე ჩვენთან კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ ყოელივე ამას მალევე ოფიციალურ ვებ-გვრდზე გამოაქვეყნებენ და ყველას ერთად იქ შეგვეძლება ნახვა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები