სახლიდან წამოღებული სკამი პარკში დასასვენებლად - მოქალაქის პროტესტი
მარნეულელმა ფუად გახრამანოვმა ჯავახიშვილის პარკში დასაჯდომი ადგილის არქონა თავისებური წარმოდგენით გაპროტესტა.

მან სახლიდან სკამი მოიტანა და შუა პარკში დაჯდა. საკუთარ ფეისბუქის გვერდზე კი პირდაპირი ეთერით ამის შესახებ ყველას აცნობა და მოუწოდა, თუ პარკში მოსახლება დასვენებას გადაწყვეტს სახლიდან საკუთარი სკამები წამოიღონ, თორე სხვა შემთხვევაში ფეხზე დგომა მოუწევთ.



გახრამანოვის თქმით, მარნეულში არსებული პრობლემების განხილვა სოციალურ ქსელში აქტიურად მიმდინარეობს. ასევე დასასვენებელი ადგილების არქონაც ერთ -ერთი განხილვი თემა იყო და ჯავახიშვილის სახელობის პარკის, სადაც არცერთი სკამი არ დგას მისი თქმით ამ საკითხის წინ წამოწევაც არაერთხელ მომხდარა.

ფუადი ამ დღეებში აუცილებლად მიმართავს მერიას წერილით და მხოლოდ ამის მერე გაირკვევა აპირებს თუ არა წლევანდელი ბიუჯეტის ფარგლებში მერია სკამების დადგმას და განათების დამონტაჟებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის დასასვენებელ პარკში.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები