სიახლე
რაიან სმითის იდეის განსახორციელებლად მარნეულში ხელმოწერების შეგროვება იწყება
მარნეულში რაიან სმითის იდეის, საბავშვო მოედნის მოწყობის განსახორციელებლად ხელმოწერების შეგროვება იწყება.

ამის შესახებ დღეს, 10 ივლისს,  მანეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე შეკრებილები შეთანხმდნენ. მეგობრები, მარნეულელი აქტივისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მარნეულში საბავშვო მოედანი სმითების ოჯახის სახელის უკვდავსაყოფად უნდა გაკეთდეს.

ამავე შეხვედრაზე, 12 ივლისს, გარდაცვლილების ხსოვნის საპატივცემულოდ, ქალაქ მარნეულში მსვლელობა დაიგეგმა. სამოქალაქო სამძიმარი რუსთაველის ქუჩაზე, 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმ ადგილას გაიმართება, სადაც რაიან სმითს საბავშვო მოედნის მოწყობა სურდა. მათი ხსოვნისადმი პატივის მიგების შემდეგ, შეკრებილები სმითების სახლისაკენ გადაინაცვლებენ, რომელიც ამჟამად დაკეტილია. 

სმიტების ოჯახი დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში, 7 ივლისს გარდაცვლილები იპოვეს. 

დაკავებულია მწყემსი, 1998 წელს დაბადებული მ.კ , რომელსაც ბრალი ედება ორი ან მეტი პირის,  მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულმა მ.კ-მ ჩადენილი დანაშაული აღიარა. სისხლის სამართლის საქმე სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად, სამართალდამცველებმა 4 წლის ბავშვის ცხედარი ზვავში გადამალული იპოვეს. დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები რაიან სმიტსა და მის შვილს მიაყენა, ხოლო ლორა სმიტი გაქცევის მცდელობისას ხევში გადაიჩეხა და გარდაიცვალა.

მკვლელობაში ბრალდებულს  ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება.

რაიან სმიტი და მისი ოჯახი მარნეულში 6 წელიწადზე მეტ ხანს ცხოვრობდნენ და აზერბაიჯანული ხალიჩების ბიზნესით იყვნენ დაკავებულნი.



| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ისანი-სამგორის პოლიციამ თბილისში 1990 წელს დაბადებული პირი დააკავა.
15:20 / 17.11.2018
ისანი-სამგორის პოლიციამ თბილისში 1990 წელს დაბადებული პირი დააკავა.
ვერძი
ფინანსური ოპერაციები დღის პირველ ნახევარში
განახორციელეთ
09:17 / 17.11.2018
ვერძი
ფინანსური ოპერაციები დღის პირველ ნახევარში განახორციელეთ
დღეს, 16 ნოემბერს,  საქართველოს სახალხო
დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა ტოლერანტობის საერთაშორისო
დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა.
18:36 / 16.11.2018
დღეს, 16 ნოემბერს,  საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა.
16
წლის მარნეულელი მოზარდი სტადიონზე ვარჯიშის დროს გარდაიცვალა.
გარდაცვალების მიზეზებს ამ დრომდე
16:27 / 16.11.2018
16 წლის მარნეულელი მოზარდი სტადიონზე ვარჯიშის დროს გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზებს ამ დრომდე
დღეს, 16 ნოემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომის დღის წესრიგით 11
საკითხი
15:23 / 16.11.2018
დღეს, 16 ნოემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომის დღის წესრიგით 11 საკითხი
მარნეულის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა ამ
დროისთვის გათბობით უზრუნველყოფილია.
15:15 / 16.11.2018
მარნეულის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა ამ დროისთვის გათბობით უზრუნველყოფილია.
მარნეულის საკრებულოს გადაწყვეტილებით, წერეთელში
გარდაცვლილი 16 წლის სპორტსმენის დაკრძალვის ხარჯებს თვითმმართველობა
გაიღებს. აღნიშნული ინფორმაცია დღეს, 16 ნოემბერს, საკრებულოს
სხდომაზე გახდა ცნობილი.
14:30 / 16.11.2018
მარნეულის საკრებულოს გადაწყვეტილებით, წერეთელში გარდაცვლილი 16 წლის სპორტსმენის დაკრძალვის ხარჯებს თვითმმართველობა გაიღებს. აღნიშნული ინფორმაცია დღეს, 16 ნოემბერს, საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.
წარმომიდგენია, რა შეიძლება ადამიანმა იგრძნოს, როცა ეუბნებიან, შენი
ბილბორდები არ არის დიდი რაოდენობით საჭირო და ჩვენ ვიქნებით ამ
ბილბორდებზე, მე მგონი ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ქალბატონი სალომეც
მოხვდა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა
გიგაურმა განაცხადა.
13:35 / 16.11.2018
წარმომიდგენია, რა შეიძლება ადამიანმა იგრძნოს, როცა ეუბნებიან, შენი ბილბორდები არ არის დიდი რაოდენობით საჭირო და ჩვენ ვიქნებით ამ ბილბორდებზე, მე მგონი ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ქალბატონი სალომეც მოხვდა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა განაცხადა.
პოპულარული სიახლეები
ჩვენ ფეისბუქზე :)
პოპულარული ფიქსირებული დღეებით
ვიდეო სიახლეები