სიახლე
კაილების დაბადებამდე ლორა და რაიან სმითებს შვილი დაეღუპათ
სმითების ოჯახმა საქართველოში ჩამოსვლამდე ტრაგედია გადაიტანა. მათ მცირეწლოვანი შვილი დაეღუპათ .

საქართველოში გადმოსახლებული, ხალიჩების ქსოვით დაინტერესებული რაიანი მაშინ ლეილა სულეიმანოვასთან საქსოვი დაზგის სათხოვნელად მივიდა. აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის თავმჯდომარეს მან შეხვედრისას უთხრა, რომ ტრადიციული საქმის აღორძინება ტრაგედიის გადატანაში ეხმარება.

„მახსოვს მაშინ რომ შევხვდით შავებში დადიოდა. დაზგებს ეძებდა იმისთვის, რომ სოფელ იორმუღანლოში ხალიჩების მქსოველებისთვის ძველი ხელნაკეთი მოწყობილობები შეეცვალა. მე ხალიჩების ქსოვის სწავლების პროექტი დავასრულე და ხუთი დაზგა დამრჩა, საიდანაც ოთხი მივეცი. მაშინ მითხრა, რომ შვილი დაეღუპა.“ იხსენებს ლეილა.

მისი დედა მარნეულში იმ ბაღის გამგეა სადაც სმითების შვილი კაილები დადიოდა. ლეილა ამბობს რომ ლორა ძალიან ყურადღებიანი მშობელი იყო.
კაილები მარნეულის #4 საბავშვო ბაღის აზერბაიჯანულენოვანი ჯგუფის აღსაზრდელი იყო. როგორც მისი მასწავლებელი იხსენებს, ლორა კაილების ჯგუფს კვირაში ორჯერ ინგლისურის გაკვეთილებს უტარებდა, ასწავლიდა სიმღერებს და დილაობით ავარჯიშებდა. ამ ყველაფერს როგორც მოხალისე აკეთებდა. აინურა ელჩიევა ყვება, რომ სმითები შვილისადმი განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩეოდნენ, არასოდეს ტოვებდნენ ბავშვს ბაღში მისი ნების საწინააღმდეგოდ.

„ისენი ძალიან კარგები იყვნენ. ძალიან კარგად საუბრობდნენ ჩვენ ენაზე. კაილები სასაცილო ამერიკული აქცენტით ლაპარაკობდა აზერბაიჯანულად. ვერ ვიჯერებ რომ ეს უბედურება მოხდა. ბაღში კაილების სათამოშოებით და სურათებით სავსე ჩანდა დაგვრჩა. რაიანს და ლორას ძალიან უყვარდათ ბავშვები და სულ გვპირდებოდნენ რომ საბავშვო მოედანს მოაწყობდნენ, ამბობდნენ, ეს მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვისო“, იხსენებს აინურა

სმითების ოჯახის ახლობლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და აქტივისტების ინიციატივით მარნეულში, საბავშვო მოედნის მოწყობის იდეის განსახორციელებლად, ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

რადიო "მარნეული"

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მარნეულის N4 ბაგა-ბაღიდან 2012 წელს
დაბადებული ბავშვები გამოუშვეს.
17:36 / 21.09.2018
მარნეულის N4 ბაგა-ბაღიდან 2012 წელს დაბადებული ბავშვები გამოუშვეს.

ქვემო ქართლის
გუბერნატორის-რწმუნებულის მოადგილე ზაურ დარგალს უძრავი ქონება არ
გააჩნია.
16:20 / 21.09.2018
ქვემო ქართლის გუბერნატორის-რწმუნებულის მოადგილე ზაურ დარგალს უძრავი ქონება არ გააჩნია.

საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომებს 2019 წლის იანვრიდან,
სავარაუდოდ, დედაქალაქში გააგრძელებს.
15:00 / 21.09.2018
საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომებს 2019 წლის იანვრიდან, სავარაუდოდ, დედაქალაქში გააგრძელებს.
პოპულარული სიახლეები
ჩვენ ფეისბუქზე :)
პოპულარული ფიქსირებული დღეებით