სიახლე
სმითების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს
ხადის ხეობაში რაიან სმითის, მისი მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, 19 წლის მალხაზ კობაური თავს დამნაშავედ არ ცნობს. ბრალდებულის ადვოკატის, ალუდა ბუჩუკურის განცხადებით, მალხაზ კობაურს ბრალდების მხარისგან განსხვავებული ვერსია აქვს.

„შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და მასთან შევათანხმე პოზიცია. იგი გარკვეულ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებას ფლობს ამ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა ამ დროისთვის საჯარო განცხადებებისგან თავს ვიკავებთ. თუმცა, ბრალს არ აღიარებს, თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისი ვერსია ნამდვილად განსხვავებულია, ვიდრე, ბრალდების მხარის ვერსია“, - განაცხადა ალუდა ბუჩუკურმა, რომელიც მცხეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში მალხაზ კობაურს ესაუბრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მამუკა ჭელიძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხადის ხეობაში 43 წლის რაიან სმითის და მისი 4 წლის შვილის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულმა მალხაზ კობაურმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

შსს-ს განცხადებით, მკვლელობა 4 ივლისს მოხდა. ურთიერთშელაპარაკებისას მალხაზ კობაურმა სანადირო თოფიდან გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რაიან სმიტს და მის შვილს. ხოლო ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

ქალის ცხედარი ხევში, ჩანჩქერის პირას, 6 ივლისს იპოვეს, მამაკაცის ცხედარი 7 ივლისს, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ბავშვის ცხედარს კი სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. შსს-ს ცნობით, ბრალდებულს ის ზვავში ჰყავდა დამარხული.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური წარმოშობით ახალგორის რაიონიდან არის. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მისი ოჯახი მცხეთის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. ხადის ხეობაში ის მწყემსად მუშაობდა.






წყარო: reginfo.ge
| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მარნეულიში არსებული ერთადერთი შუქნიშანის დაზიანების შესახებ
მარნეულის მერიას ინფორმაცია კვლავ მოქალაქეებმა მიაწოდეს.
17:23 / 16.07.2018
მარნეულიში არსებული ერთადერთი შუქნიშანის დაზიანების შესახებ მარნეულის მერიას ინფორმაცია კვლავ მოქალაქეებმა მიაწოდეს.
მარნეულიში არსებული ერთადერთი შუქნიშანის დაზიანების შესახებ
მარნეულის მერიას ინფორმაცია კვლავ მოქალაქეებმა მიაწოდეს.
17:23 / 16.07.2018
მარნეულიში არსებული ერთადერთი შუქნიშანის დაზიანების შესახებ მარნეულის მერიას ინფორმაცია კვლავ მოქალაქეებმა მიაწოდეს.
მარნეულიში არსებული ერთადერთი შუქნიშანის დაზიანების შესახებ
მარნეულის მერიას ინფორმაცია კვლავ მოქალაქეებმა მიაწოდეს.
17:23 / 16.07.2018
მარნეულიში არსებული ერთადერთი შუქნიშანის დაზიანების შესახებ მარნეულის მერიას ინფორმაცია კვლავ მოქალაქეებმა მიაწოდეს.
სახელმწიფო ვერ დაუშვებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და
ჯანმრთელობის დაუცველობას,-ამის შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია
აღნიშნული.
16:12 / 16.07.2018
სახელმწიფო ვერ დაუშვებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაუცველობას,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით,
ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის
დღედ გამოცხადდა.
16:08 / 16.07.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

გაზეთ „ალია“-ს 11-17 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა  პარტია
„ქართული მისიის“ ლიდერის და ულტრანაციონალისტური დაჯგუფება „ქართული
მარში“-ს მხარდამჭერის გია კორკოტაშვილის ინტერვიუ, სადაც მან
 აიდაჰოს დღეს, 17 მაისს სამართალდამცავების მიერ მისი და მისი
თანამოაზრეების დაპატიმრების შესახებ ისაუბრა.
15:57 / 16.07.2018

გაზეთ „ალია“-ს 11-17 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა  პარტია „ქართული მისიის“ ლიდერის და ულტრანაციონალისტური დაჯგუფება „ქართული მარში“-ს მხარდამჭერის გია კორკოტაშვილის ინტერვიუ, სადაც მან  აიდაჰოს დღეს, 17 მაისს სამართალდამცავების მიერ მისი და მისი თანამოაზრეების დაპატიმრების შესახებ ისაუბრა.

15 ივლისს, მარნეულში, საღამოს საათებში, რუსთაველის ქუჩაზე
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიაშო ორი მსუბუქი ავტომობილი
ფიგურირებს. 
12:06 / 16.07.2018
15 ივლისს, მარნეულში, საღამოს საათებში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიაშო ორი მსუბუქი ავტომობილი ფიგურირებს. 
15 ივლისს, მარნეულში, საღამოს საათებში, რუსთაველის ქუჩაზე
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიაშო ორი მსუბუქი ავტომობილი
ფიგურირებს. 
12:06 / 16.07.2018
15 ივლისს, მარნეულში, საღამოს საათებში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიაშო ორი მსუბუქი ავტომობილი ფიგურირებს. 
პოპულარული სიახლეები
ჩვენ ფეისბუქზე :)
პოპულარული ფიქსირებული დღეებით