მარნეულის საზოგადოებრივი ტრანსპორტის უმეტესობაში კონდიციონერი არ მუშაობს
მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაჩერებაზე ხალხი შეწუხებული სახით ტრანსპორტს ელოდება. ყველა მათგანი მიკროავტობუსების მოსვლამდე სიცხეს თავისებურად ებრძვის. ზოგს მარაო უჭირავს ხელში, ზოგს წყლის ბოთლი, ზოგი კი ნაყინით გრილდება.

მგზავრები ამბობენ, რომ მარნეულში სამარშრუტო ტაქსების მოუწესრიგებელი სამოძრაო გრაფიკი და იქ არსებული მდგომარეობა არაერთი წელია აწუხებთ, მაგრამ როცა ამას სიცხეში კონდიციონერის გარეშე გზავრობა ემატება, ვითარება გაუსაძლისი ხდება. არასაკმარისი სკამები, სიცხე, მტვერი და უსიამოვნო სუნი მგზავრობის თანმდევია.


„რა ვქნა, აგერ მარაო მიჭირავს 45 გრადუსი სიცხეა, მარშუტკის ლოდინი კი საათობით მიწევს, გაუსაძლისია ეს ყველაფერი“ - გვითხრა სიცხისგან გაწითლებულმა ქალმა.

ერთ-ერთი სამარშრუტო ტაქსის მძღოლი ამბობს, რომ არანაირი კონდიცირების სისტემა მის ტრანსპორტს არ გააჩინია, თუმცა ფიქრობს რომ ამით ხალხი არ წუხდება. ყვითელ ავტობუსებში კონციონერი არ არის. მძღოლი ამბობს სიცხეში ფანჯრებს და ლუქს აღებს და ამით მზავრები კმაყოფილები არიან.

ქალაქ მარნეულს ორი სატრანსპორტო კომპანია, შპს „ექსპრეს ტურისტი“ და შპს „ავტპარკი“ ემსახურება.
#1 და #2 მიკროავტობუსი შპს „ექსპრეს ტურისტის“ კუთვნილებაა. კომპანიის ხელმძღვანელი იური სამხარაძემ იცის, რომ მოსახლეობას სიცხეში მისი ტრანსპოტით გადაადგილება უჭირს, მაგრამ ამ ეტაპზე სამარშრუტო ტაქსებში კონდიციონერის დასამონტაჟებელი სახსრები არ აქვს.

„ხარჯი მეტი იქნება და შესაბამისად მგზავრობის საფასურიც შესაძლოა გაიზარდოს, ახლა იმაზე ვფიქრობთ ტრანსპორტი გამოვცვალოთ თუ კონდიციონერები აღვადგნოთ“- ამბბობს სამხარაძე

შპს „ავტოპარკის“ კუთვნილი ოთხი მიკროავტობუსიდან ამჟამად მგზავრთა გადაყვანას მხოლოდ ერთი ახერხებს. სამი ავტობუსი გაუმართავია და მომავალ კვირამდე ვერ შეკეთდება.

„ამ კვირის ბოლომდე მხოლოდ ერთი ივლის, რომელშიც კონდიციონერიც არის“ - ამბობს შპს „ავტოპარკის“ დრექტორი გიგა ჯალაღონია


„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარეს, ეკა ლალიაშვილს მიაჩნია, რომ დღეს მგზავრთა უფლებები უხეშად ირღვევა. კერძო კომპანანიების მფლობელები კი მძღოლებს ისეთ პირობებს უნდა სთავაზობდნენ, რომ წესების დარღვევისკენ არ უბიძგონ.

„მძღოლი იძულებულია უფრო მეტი მგზავრის აიყვანოს და შემოსავალიც მეტი ჰქონდეს. კონდენციონერის არჩართვაც სწორედაც თანხის დაზოგვიის გამო ხდება, მგზავრის უსაფრთხოების ხარჯზე“ - გვითხრა ლალიაშვილმა

რადიო „მარნეული“ მერიისგან პასუხს მთელი დღის განმავლობაში ელოდა, მაგრამ ჩვენთვის უპასუხოდ დარჩა კითხვა, კერძო კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმებისას მუნიციპალიტეტმა გაითვალისწინა თუ არა მგზავრების უსაფრთხო და კომფორტული გადაყვანა და პირობის დარღვევის შემთხვევაში რა პასუხი მოეთხვება კონტრაქტორს.

შესაბამისად, ერთადერთი იმედი ასცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს და როლის შესრულებაც მუნიციპალიტეტს, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოუწევს.

ვრცლად სიუჟეტიდან შეიტყობთ


რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები