12 ივლისს მარნეულში სმიტების ოჯახის სამოქალაქო სამძიმრის აქცია გაიმართება
ხვალ, 12 ივლისს, 17:00 საათზე მარნეულში სმიტების ოჯახის სამოქალაქო სამძიმრის აქცია გაიმართება.
სამოქალაქო სამძიმარი მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. 

სმიტების ოჯახი დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში, 7 ივლისს გარდაცვლილები იპოვეს.

დაკავებულია მწყემსი, 1998 წელს დაბადებული მ.კ , რომელსაც ბრალი ედება ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა.




Print